|
2018-10-12 17:41:51, 1720 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმავს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას. ფესტივალის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან. მისივე თქმით, აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ. „ცივილურად უნდა შეიძინონ და უნდა ჰქონდეთ კულტივაციის უფლებაც. ამ ორი უფლების დასაკანონებლად არის ეს აქცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს ლეგალური ნივთიერების ლეგალურად შოვნის ერთი გზა მაინც. გვინდა, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ცივილური ფორმები გადმოვიტანოთ. ამ ფესტივალზე ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს, გაყიდონ, ან როგორც სუვენირი, ისე გადასცენ. მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)