|
2018-10-12 15:21:45, 2046 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და საზღვრის გარედან
„ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მრავალეროვნება, მრავალენოვნება – ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სიმდიდრეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი დაშლის და ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა. ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან; რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)