15:50 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 14:20:41, 1521 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერენ

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლები მუქარის მსხვერპლნი არიან,

ბაშაძის განმარტებით, საჯარო მოხელეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ისინი ზურაბიშვილს ხ,ას არ მისცემენ. 

„უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით“, - აცხადებს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. 

„პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით: თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას. ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics