|
2018-10-11 18:21:52, 737 ნახვა
რეგიონი
ბათუმი სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
19-20 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მთავარი თემა „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“ იქნება. კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განამავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპრეტების მიერ, ასევე მოეწყობა დისკუსიები და გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე. კონფერენციის სამუშაო თემებია: სოფელი და სოფლად ცხოვრება როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო; ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად/სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისების პარალელურად; სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში /ტურისტული ინფრასტრუქტურა სოფლად; სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები (მომსახურების სტანდარტები, საოჯახო სასტუმრო სახლების ტიპები და ა.შ) ქართული სტუმართმასპინძლობა და სტუმართმასპინძლობა როგორც ბიზნესი; სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში; კონკურენცია სოფლის ტურიზმში, კონკურენციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა და მხარეები; ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება; კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. “აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილებისა და სოფლის ტურიზმში წარმატებული ბიზნეს მაგალითების გაზიარება. მართალია, აჭარაში სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ტურიზმის სფეროში ჩართვა, საგრძნობლად იზრდება საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიმწოდებლების რაოდენობა, თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულებით და აქ უკვე ძალიან გვჭირდება სხვისი გამოცდილების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. სწორედ, ესაა ჩვენი კონფერენციის მთავარი მიზანი და ვფიქრობ, წელსაც საინტერესო მომხსენებლები გვეყოლება,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ საიტზე http://ruralconf.com.
(NS)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)