|
2018-10-11 17:17:38, 1201 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება. „მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაზრდა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანაბარი, თანასწორი და კონკურენტული თანამშრომლობის გარეშე იქნება რთული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სისტემური განახლების რეფორმებს, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო. ჩვენი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, სწორედ მსგავსი ჯანსაღი ურთიერთობა ადვოკატთა კორპუსთან. ამიტომ გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებითვის ეს იქნება კიდევ ერთიწინგადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანად აისახება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)