|
2018-10-11 10:54:45, 2021 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსში“ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს ნომერ პირველ გერმანულ ბრენდ nobilia-სთან, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორის, ლადო ჯობავას განცხადებით, წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული. „როგორც ცნობილია, „ელიტ ელექტრონიქსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, კომპანიამ ფაქტობრივად განიცადა ტრანსფორმაცია, შევცვალეთ კონცეფცია მაღაზიების, რომ ბევრად უფრო კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის შესყიდვების პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას, ახალი გამოწვევა არის ჩვენთვის ავეჯის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობა და ვიმედოვნებთ, რომ ვიქნებით წარმატებულები. შევარჩიეთ ისეთი ძლიერი მომწოდებელი, როგორიც არის nobilia, გერმანული კომპანია. რომელიც ასოცირდება ხარისხთან, სანდოობასთან, პირველ ეტაპზე ჩვენ გავხსენით თბილისსა და ბათუმში, რა თქმა უნდა, შემდეგ პერიოდებში გვაქვს გაფართოების გეგმა, თბილისში და ასევე სხვა ქალაქებში. ეს დამოკიდებულია, თვითონ ბიზნესის განვითარებაზე, კარგი საწყისი გვაქვს და იმედია ამ ტემპს შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ლადო ჯობავამ. „ელიტ ელექტრონიქსის“ ინტერიერის დიზაინები მომხმარებელს მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში დაეხმარებიან. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა წინასწარი შეკვეთით იქნება შესაძლებელი. nobilia გერმანული კომპანიაა, რომელიც 70 წელზე მეტია უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს აწარმოებს და ევროპაში ლიდერ ბრენდად არის აღიარებული. nobilia-ს პროდუქცია, როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით. კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვლევის მიხედვით, გერმანიაში, ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული მასალებით მზადდება. ხარისხის, წარმოებისა და დიზაინის სფეროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს ხარისხის მართვის სერტიფიკატები. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთად შეარჩიოს სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი, საკუთარი სურვილის მიხედვით და შექმნას უნიკალური დიზაინის სამზარეულო, რომელიც იდეალურად იქნება მის მოთხოვნებს მორგებული. რაც მთავარია, ყველა დიზაინი შეიქმნება და არ განმეორდება.
(R)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)