09:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 18:49:59, 390 ნახვა

საზოგადოება
არქივების საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ არქივში

არქივების საერთაშორისო დღე იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენით აღინიშნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ერონულ არქივში საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ დაცული წერილობითი მასალები და ფოტოები.

ამ ქვეყნებს შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ბელგია და სხვა.

ღონისძიების გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოს წევრი, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს არქივების საერთაშორისო დღეს.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics