23:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:31:48, 1780 ნახვა

პოლიტიკა
ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით 1.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ოქტომბერში "ქართული ოცნების" მხარდაჭერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით, 1 562 782  ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ოქტომბერში მთლიანო შემოწირულობის 95,6 პროცენტია.პრეზიდენტობის კანდიდატს თანხა სულ 91 პირმა შესწირა.

შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა. აგრეთვე, ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით 50 ათასი ლარი "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარმა იოსებ მაკრახიძემ გადაურიცხა. 

მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. 

ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics