|
2018-10-09 18:03:08, 1383 ნახვა
საზოგადოება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნები წარადგინეს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, ეროვნულ სტენდზე, სხვა გამოცემებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა", „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება", „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები", „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე", „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები", „ნოე რამიშვილი". „საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი" საგამომცემლო პროგრამა მოიცავს სამ ეროვნულ სტენდს და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას. სცენა ოთხი დღის განმავლობაში დაეთმობა ღონისძიებებს გამომცემლების, ქართველი და უცხოელი ავტორებისა და ლიტერატორების მონაწილეობით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს ეროვნული სტენდი ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უწევს. პროგრამა ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)