|
2018-10-09 15:06:36, 1572 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს. „საქართველომ გაიარა რთული პერიოდი და დღეს არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა ვიყო დამცველი ამ სტაბილურობის. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არის მთავარი ძალა პრეზიდენტის, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მე ვიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე.",-განაცხადა მან. სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე. „როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდი ქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ როგორ მოვნახოთ სხვა გზები. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო. „ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალი, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი ჩემი მოღვაწეობისას. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხით დასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით,-განაცხადა მან. შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)