|
2018-10-09 11:12:15, 1340 ნახვა
სამართალი
9 თვის მონაცემებით, 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს, 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემულია 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი. „დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, თუ რა შედეგებია მონიტორინგის შედეგად მიღწეული. ვისაუბრებთ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის გაზრდილი ქალთა მიერ მომართვიანობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ასევე, გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზეც. საუბარი იქნება განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები. ასევე, საუბარი გვექნება იმ სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. წარმოვადგენთ სამომავლო გეგმებსაც, თუ რას აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში და წლის ბოლომდე. ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს. ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)