|
2018-10-08 12:33:44, 1379 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, მათი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს
„თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ჩვენ საწინააღმდეგო საქმიანობას", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველო რუსეთის შეკავების მიზნით შექმნილ ნატო-ს სტრატეგიაში მონაწილეობს. "პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე დასძინა, რომ პერსპექტივაში ორივე ქვეყანას შეუძლია უვიზო რეჟიმზე შეთანხმდეს. "ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღესდღეობით ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რუსეთში წასასვლელი ვიზა მიიღოს. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში უვიზო რეჟიმიც დაწესდეს. თუმცა ამის, პრაქტიკული რეალიზება ჯერჯერობით შეუძლებელია", - აღნიშნა კარასინმა. მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში პროგრესი აშკარაა. "ვფიქრობ, 2018 წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდი გვექნება, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - დასძინა მან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)