|
2018-10-07 16:43:00, 1464 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი
მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რატომაც უნდა პოლიტიკაში მოსვლა. „მე მოვდივარ თქვენთან იმედისთვის, ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის და ჩვენ გვაქვს ბევრი საფუძველი, რომ ვიყოთ იმედიანად და ამ ქვეყანას აქვს უფლება იყოს იმედიანად. დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემა არის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემი ტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვა სახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ეს მრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა. მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს საუნჯე და სიმდიდრე, რომელიც მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვიქნები დავიცვა. მეტიც, საქართველოს იდენტობა ამაზე არის დაფუძნებული",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)