2018-10-06 11:15:27, 2561 ნახვა
სამართალი
შსს-მ დუშეთში, პენსიონერის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული დ.ჟ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ,