|
2018-10-05 13:40:13, 2697 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისში დაწყებულ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც არიან ქუვეითის პრინცესა, შეიხა ჰესსა საად ალ-აბდულა ალ-საბაჰი და ნიგერიის დედოფალი, მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ამის დასტურია. უცხოელ ინვესტორებს საქართველო სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმზიდველ სექტორში. მათ შორის, სასტუმროების, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით". ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ეკონომიკური კანონმდებლობის, ბიზნესის მხარდა,ჭერი სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ და სხვა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)