|
2018-10-04 15:58:36, 2385 ნახვა
საზოგადოება
Time Out: სოლოლაკი ტურისტებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა
გამოცემა Time Out-ის რედაქტორებმა და ექსპერტებმა მსოფლიოში 50 საუკეთესო ადგილის სია შეადგინეს, რომელიც მოგზაურებმა უნდა მოინახულონ, - შესაბამისი სია Time Out ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ სიაში თბილისიც, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი ძველი უბანი, სოლოლაკი მოხვდა. "ბარები, კაფეები და კლუბებიც კი, რომლებიც სოლოლაკში ერთმანეთთან ახლოს, მეზობლად მდებარეობენ, ტურისტებს კომფორტულ გარემოს სთავაზობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები და მოგზაურები ხშირად სტუმრობენ კაფეებად გადაკეთებულ სახლებს, სადაც ხშირად ისმის ცოცხალი მუსიკა", - წერს გამოცემა. გამოცემა ტურისტებს ასევე ურჩევს წავიდნენ გოგირდის აბანოებში, მეიდანზე, სადაც ზოგიერთი დაწესებულება 24 საათის განმავლობაშიც ღიაა. გამოცემის ექსპერტები რეკომენდაციას Ezo-ს და ბარს "ზოესთან" უწევენ. სიაში თბილისი (სოლოლაკი) 26 ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ადგილებს, როგორებიცაა: რიო დე ჯანეიროს უბანი ბოტაფოგო, შანჰაიში მდებარე ფრანგული უბანი, მაიამიში ვინვუდის ქუჩა, სტამბოლში კადიკოის ქუჩა და მოსკოვში მდებარე ჩინური უბანი. პირველ ადგილს მადრიდის ერთ-ერთი უბანი ემბაჰადორესი იკავებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)