09:58 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 12:52:15, 1849 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე შეიხ ალ ნეჰაიანს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნეჰაიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეიხი აჭარაში მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში აზიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, ასევე სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის ხედვები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ბიზნესის წარმოების მიმართულებით არსებულ ხელსაყრელ და მიმზიდველ გარემოზე.

შეიხ ალ ნეჰაიანმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მისი თქმით, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა და იგი მზადაა ახლო მომავალში საქმიანი ვიზიტით, ბიზნეს ჯგუფთან ერთად, დაბრუნდეს აჭარაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics