13:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 15:30:58, 1433 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - 2008 წელს ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის ღალატი იყო

„ომიდან ორი თვის თავზე, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ?",- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული დელეგაციის მიერ  2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი ღალატი იყო.

„კამპანია უნდა იყოს ორიენტირებული მომავალზე. მომავალზე ისაუბრეთ ბატონებო და რაც შეეხება იმ რეზოლუციას, ისეთი ღალატი გაქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ორი თვის თავზე ომიდან, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ? რომელი მომავალი პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ვიღაცამ წაიღოს მტკიცებულებად და ხელი რომ აუწიეთ იმ უბედურებას, მაშინ რაზე ფიქრობდით? დარბაზიდან მაინც გასულიყავით. რუსეთმა გაიტანა თავისთვის სასარგებლო რეზოლუცია და ჭკუა ეყოთ, რომ დარბაზიდან გასულიყვნენ, იმიტომ, რომ იმ პუნქტისთვის არ დაეჭირათ მხარი, რომელიც არ აწყობდათ. დარბაზიდან მაინც გასულიყავით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics