|
2018-10-03 15:01:33, 1646 ნახვა
საზოგადოება
თოიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენა მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N10-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ხანძარი მიმდინარე წლის 29 ივლისს გაჩნდა, რომლის შედეგადაც, თბილისური ტიპის ეზოში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაზარალდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში, 950 კვადრატული მეტრი ფართის რეაბილიტაციას ახორციელებს. პირველ ეტაპზე, დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის კი, ხანძრისგან დაზიანებული კედლების აღდგენა მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, იატაკების, სართულშუა გადახურვის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „პასაჟი-საქართველო“ ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138,796 ლარი გამოიყოფა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)