09:38 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 11:18:37, 682 ნახვა

საზოგადოება
სადაზღვევო კომპანია ალფა 6 წლის იუბილეს ახალ ოფისში ხვდება

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ თავის იუბილესთან დაკავშირებით ახალ ოფისს ხსნის (ალ.ყაზბეგის 16). ამ შენობაში განთავსებულია სადაზღვევო კომპანია ალფას სხვადასხვა სამსახურები.

სადაზღვევო კომპანია ალფა 100 % –ით ქართული კაპიტალით არის დაფუძნებული.  ალფას მაღალკვალიფიციური გუნდი კორპორატიულ დაზღვეულებთან ერთად ემსახურება ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებს როგორიც არის:  საქართველოს პარლამენტი,  უზენაესი სასამართლო,  საქართველოს მთავარი პროკურატურა, აღსრულების ბიურო, შემოსავლების სამსახური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და მრავალი სხვა დაწესებულება თუ ორგანო. ალფა თავის დაზღვეულებს მომსახურებას  200 ზე მეტ პროვაიდერ კლინიკაში სთავაზობს. ალფას ბაზარზე წარმოდგენილი აქვს   ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ქონების, ავტო,  ტვირთების, პასუხისმგებლობის  და სხვა სადაზღვევო პროდუქტები.  

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მედიის  წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები და ავერსის ხელმძღვანელები.

დღის განრიგი:

13:00 - გახნა;

13:30 – შენობის დათვალიერება;

14:00 – ალფას დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე;

14:05–საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი იოსებ გოგოლაშვილი;

14:10 – ალფას გენერალური დირექტორი მაკა სოლოღაშვილი;

14:15 – თავისუფალი პროგრამა ჯგუფი ,,The Goblins~.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics