|
2018-10-03 11:16:20, 1705 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს და მიიტანდა პროკურატურაში
„თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს, მიიტანდა პროკურატურაში, მისცემდა ჩვენებას, წაიღებდა ლონდონში, სხვადასხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც ამის გარკვევა და გარჩევა შეიძლება, მაგრამ არა - ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთი რაღაც გაუგებარი ჩანაწერი" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რუსთავი 2-ი-ს თოქშოუ „არჩევანში“ განაცხადა. მან მაგალითად მოიყვანა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის მიერ გამოქვეყნებული, ლონდონში ერთერთ ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ჩანაწერი დამონტაჟებულია. „ყოველდღიურად დაგეგმილი პიარკამპანიის სახით მოგვეწოდება ახალი ნეგატიური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც რეალური საფუძველი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას პასუხს გაცემს"- განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ქვეყანა ვითარდება, ადგას დასავლურ, ევროპულ კურსს, რისი ბევრი არგუმენტია, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების განწყობა და სხვა. „მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით წამოყოფს ხოლმე თავს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა თავისი დანაყოფებით. არანაირი ევროპული საქართველო, არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს. მთავარი კონკურენტი ჩვენი ჯერ კიდევ ქვეყანაში არის ნაციონალური მოძრაობა თავისი დანაყოფებით და ეს ძალა ცდილობს, მთავარ ღირებულებებს დაარტყას და დაარტყას ქართულ ოცნებას იქ, რაზეც რეალურად დგას ქართული ოცნება - ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ამის წინააღმდეგ მათი მიზანია, შექმნან რაიმე სახის მტკიცებუებები იმ დონეზე მაინც, რომ საზოგადოება ან მისი ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ საარჩევნო მიზნებისთვის . ეს არის მედიაპლურალიზმი და ამ შემთხვევაში ცდილობენ გამოიყენონ ერთი ქეისი ამ მთავარი ღირებულების წინააღმდეგ, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ყველა ის კომპონენტი, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შემდეგ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ომეგას და იბერიას საქმე გამიზნულად ორკესტრირებული ნაციონალურ მოძრაობის მიერ და ეს შემთხვევით არ ხდება არჩევნების წინ, მდინარაძე პასუხობს, რომ ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ამას ნაციონალურ მოძრაობა თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით არ იყენებს ქართული ოცნების და ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ არ დაიკითხა მთავარი ავტორი პრეტენზიისა, რომელიც კონკრეტულ პრეტენზიებს კონკრეტულ პირებს უყენებს და ამით უნდა ჩრდილი მიაყენოს კონკრეტულ სიკეთეებს, არ დაიკითხოს და ამის გარეშე მიმდინარეობდეს გამოძიება. უნდა დაიკითხოს პირველ რიგში ადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს დაზარალებულს და თუ რაიმე ცოტა რეალური მაინც იქნება, შემდეგი ეტაპი არის გამოძიების მიმდინარეობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)