13:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 11:09:19, 1249 ნახვა

კომენტარი
პრემიერი „ომეგაზე“: გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ - ამ საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება უპასუხისმგებლობაა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგადასახადო საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება "სრული უპასუხისმგებლობაა".

პრემიერის განმარტებით, "ომეგა ჯგუფმა", რომლის საქმეც თამბაქოს წარმოებას ეხება, გადასახადები ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა. ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის თუ რატომ დაუგროვდა კომპანიას ამ ოდენობის ვალი.

"მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს საშუალება, დაფაროს გარკვეული გრაფიკით ან ვადით ესა თუ ის საგადასახადო დავალიანება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს. ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან მისი ზრდა. მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე. მე კომენტარი გავაკეთე იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი, რომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ყველა ეკონომიკურმა აგენტმა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია და ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics