|
2018-10-03 10:51:35, 2334 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
3 და 4 ოქტომბერს ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თბილისის დროით 18:15 საათზე ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში. სტოოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მინისტრები თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელებენ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციზე, ასევე შეეხებიან შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის. „ჩვენ ასევე განვიხილავთ გამოწვევებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში გვაქვს. ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა. ნატოს შტაბბინაში მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მეტისსა და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)