|
2018-10-01 11:22:56, 709 ნახვა
პოლიტიკა
კახი კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება
ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა. „დანაშაულთა გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგემლი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში. „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა: აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო; დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით”, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს”, – განაცხადა კახა კალაძემ. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)