|
2018-10-01 10:40:54, 1156 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა პატრულ-ინსპექტორებმა აშშ-ში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა. კურსი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამართალდამცველებისთვის უსაფრთხო და ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის მართვის და ტრენერული უნარ-ჩვევების გაძლიერება. ტრენინგის დახურვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ კუპატაძემ შეხვედრები გამართა ჯორჯიის შტატის გუბერნატორთან, ქალაქ კოლუმბუსის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)