|
2018-09-29 12:22:45, 1868 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება
დედაქალაქის მერიის ინფრომაციით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები მოწესრიგდება. მათი განმარტებით, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოებს, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება. ეს შეეხება დაახლოებით, ათამდე ამონაყარ ხე-მცენარეს. სამუშაოების შედეგად, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ. ამასთან, მიმდებარე გზა-გამყოფებში უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა და შემოდგომაზე დაირგვება ათეულობით ახალი ხე-მცენარე დეკორატიული გაფორმებით. აღსანიშნავია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუწესრიგებელი იყო. საფეხმავლო ბილიკისა და სკვერის მოწყობა კი, აღნიშნული უბნის რეკრეაციულ მიმზიდველობას აამაღლებს. დედაქალაქის მასშტაბით, არის ბევრი ადგილი, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, როგორც სხვადასხვა ობიექტებით, რომლის აღებასაც ვგეგმავთ, ასევე, უკვე გზაზე გადმოსული ამონაყარი ხე-მცენარეებით, რომლებსაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაწესრიგებთ. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტერიტორია რეაბილიტირდეს და თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, როგორც ავტომანქანების, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. დედაქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)