2018-09-29 11:43:27, 2492 ნახვა
სამართალი
„თანასწორობის მოძრაობის“: ნინოშვილის ქუჩაზე ლგბტ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, წუხელ, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, ორგანიზაციის ოფისთან ლგბტ ატივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულია 4 ლგბტ აქტივისტი.
„თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე იმუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა“, - აღნიშნულია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებაში.
„თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
ავტორი: ,