|
2018-09-28 17:14:51, 1059 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის მედიათეკაში გარემოსდაცვითი საათი ჩატარდა
საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობა, მოსალოდნელი რეფორმები და ინოვაციური იდეები, - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის „გარემოსდაცვითი საათი“ ჩატარდა. შეხვედრა თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს. საწარმო ხელს უწყობს ქვეყნაში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კი ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის პოპულარიზაციას. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ გარემოს დაცვით პრობლემებს, გამომწვევ მიზეზებს, მოსალოდნელ შედეგებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. შეხვედრას ის ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლებიც 15 სექტემბერს ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ ცენტრისა და გამგეობის სახელით ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა. მსგავსი შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება და გარემოზე ზრუნვაა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიმართულებებია არაფორმალური განათლების საშუალებით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობის მხარდაჭერა, სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)