|
2018-09-28 17:07:24, 930 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა „NEO შავი ზღვის ასამბლეის“ მონაწილეებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "NEO შავი ზღვის ასამბლეაზე" მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე დაესწრო. ბლოკჩეინის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მან ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს , ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო უძრავი ქონების ტრანზაქციებში სანდო კონტრაქტების დანერგვას და მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვით მიღწეული წარმატება ხელს უწყობს მსოფლიო „Doing Business" რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მონაცემებით სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭირვალესა და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია. "NEO შავი ზღვის ასამბლეა" საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ეკონომისტებსა და ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საჯარო სექტორში დანერგვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ .
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)