|
2018-09-27 23:24:28, 2095 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში
საქართველო მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მუდამ იდგა და დღესაც დგას მსოფლიოს ცივილიზებული ერების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში და შესაბამისად, დღესაც ჩართულია იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას დღეს მთელი კაცობრიობა. "ჩამონათვალი, სამწუხაროდ, დიდია: კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი და ლტოლვილთა პრობლემა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, - ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში - ერთმანეთის ხარჯზე. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, - მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)