|
2015-06-08 17:02:10, 2278 ნახვა
სხვადასხვა
"დელტაში" უარყოფენ, რომ რეგიონებში უხვი ნალექი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებას უკავშირდება
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა რეგიონში უხვი ნალექი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებას უკავშირდება, მცდარს უწოდებენ. "დელტაში“ განმარტავენ, რომ გასული სამი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესების ინტენსიურობას სტიქიური სახე ჰქონდა. „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა 6500 კმ2-ს გადააჭარბა, რაც სისტემის სამუშაო ტერიტორიის ნახევარზე მეტია. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მთელი სისტემა და მართვის ცენტრი შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცულობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. „გასროლილი იქნა 300-ზე მეტი რაკეტა, რამაც სტიქიის შემსუბუქების თვალსაზრისით ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. ის საკმაოდ დიდი ზარალი რომელიც სეტყვის და ქარის ტანდემისგან იყო მოსალოდნელი, მაქსიმალურად თავიდან იქნა აცილებული. მოარული ხმები თითქოსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსული უხვი ნალექი დაკავშირებულია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებასთან, ძირეულად მცდარია. სისტემის მუშაოების სპეციფიკიდან და პრინციპიდან გამომდინარე მსგავსი კავშირი გამორიცხულია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაოების შედეგად, ღრუბელში არსებული ნალექის ადგილზე ჩამოწვიმება ხდება და არა ღრუბლის მასების ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადადევნა“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა. რაც შეეხება მსგავსი სისტემის საქართველოს სხვა რეგიონებში დამონტაჟებას, „დელტაში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სრული ტერიტორია შესწავლის პროცესშია. „სისტემის მოსაწყობად საჭიროა მთელი რიგი წინასწარი სამუშაოების და კვლევების წარმოება. სამუშაოების დასრულებისთანავე სსსტც „დელტა“ მზად იქნება მსგავსი სისტემის სხვა რეგიონებში მოწყობისათვის. თავად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ისევე როგორც კვლევითი თეორიული მასალა და სეტყვასაშიშ ნალექებზე აქტიური ზემოქმედების პრინციპები მთლიანად საქართველოშია შემუშავებული. სსსტც „დელტაშია“ დაპროექტებული და დამზადებული დღეს მომუშავე სისტემის მექანიკური და ელექტრონული ნაწილი. ზაფხულის ბოლომდე კი დაგეგმილია თავად სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების საქართველოში დაწყება“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)