|
2018-09-26 12:47:37, 1641 ნახვა
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
საქართველოს ყოფილ პრემიერი-მინისტრს ვანო მერაბიშვილს "ავერსის კლინიკაში" გამოკვლევები ჩაუტარდა. როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში დღეს შემიყვანეს და მას რამდენიმე საათის განმავლობაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებოდა. მათივე ცნობით, ყოფილი შს მიისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოკვლევების პასუხს, ის ჯერჯერობით უცნობია. პასუხები იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება. შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხილვის საგნად იქცა. თავდაპირველად მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურმა პენიცენტიურმა სამსახურმა უარყო. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. მოგვიანებით მსჯავრდებულის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. ამის შემდეგ უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მერაბიშვილისთვის ჩატარებულ გამოკვლევებზეა საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)