|
2018-09-26 11:15:29, 1073 ნახვა
საზოგადოება
კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ
კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთაავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიღმის ტყე-პარკი წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას, რომელზეც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს. დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „ამ ადამიანებს ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არასდროს მიეცემათ, რადგან ეს ტერიტორია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)