05:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 18:34:52, 2486 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ჩვენ IFC-ისთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. ყურადღება გამახვილდა კორპორაციის პრიორიტეტებზე ქვეყნის კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. ასევე, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში.

 შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც გეგმავს აღნიშნულ ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics