04:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 18:26:24, 2497 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიურ სამიტს“ უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ "პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიურ სამიტს“ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში პოლონეთიდან მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სტარტაპები. ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა პოლონეთში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, სტარტაპებისთვის პოლონეთში ხელმისაწვდომი პროგრამები და კერძო კაპიტალის მოზიდვის ხერხები. 

"დღეს საქართველო გლობალურ ბაზარზე ინოვაციების და სტარტაპების ქვეყნად იმკვიდრებს თავს. პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და დღევანდელი ტექნოლოგიური სამიტით ქართველ სტარტაპ ეკოსისტემას საშუალება ეძლევა, შევიდეს პოლონეთის ბაზარზე და ასევე ჩაერთოს იმ საინვესტიციო თუ სხვა პროგრამებში, რასაც პოლონეთი სთავაზობს ქართველ სტარტაპებს", - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,სტარტაპებსა და კორპორაციებს შორის თანამშრომლობა“. ღონისძიების ბოლოს კი ქართველი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციით პოლონელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. 

ღონისძიების მიზანია ორმხრივი გამოცდილების გაზიარება ინოვაციების ეკოსისტემის მიმართულებით და ქართველი სტარტაპების პოლონელ ინვესტორებთან დაკავშირება. 

პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტის ორგანიზატორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Foundation for Technology Entrepreneurship (FPT) და Foundation Coalition for Polish Innovations (KPI).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics