|
2018-09-24 14:46:44, 1259 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“. აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი გახარიამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ. ,, ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას, შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაზეც მადლობა გადავუხადეთ კოლეგას და დავსახეთ გეგმები როგორ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობას საერთაშორისო პლატფორმებზე.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ. დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ. ,,მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მივიღოთ საქართველოსგან საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, ფიჯის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვევიან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განახორციელებენ მიღებული გამოცდილების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.’’- აღნიშნა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გარდა , ასევე დაგეგმილია ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მომსახურების სააგენტოში , ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)