|
2018-09-23 19:10:48, 1601 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საგზაო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. „აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა, მხოლოდ გრუნტის საფარი იყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ადგილზე სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ბოლო ეტაპზე კი, გზის მოასფალტება მოხდება. საუბარია დაახლოებით კილომეტრიან მონაკვეთზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, თბილისი-ნაფეტვრების გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. „დედაქალაქის მერია ხიდამდე მისასვლელ გზას აკეთებს. ხიდის იქით კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. უახლოეს დღეებში ისინიც ტენდერს გამოაცხადებენ და ხიდის შემდგომი მონაკვეთიც გაკეთდება. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, არის აგარაკები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისი-ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო პროცესს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი გაეცნენ. სამუშაოებს კომპანია "ბელ-ბაუ" აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. NS
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)