|
2018-09-21 13:18:13, 2238 ნახვა
პოლიტიკა
3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. მისივე თქმით, ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. „ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გაწევრიანდება ალიანსში და ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მომზადებას წევრობისთვის. საქართველოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში წვლილი შეაქვს. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს მიერ წარმოებულ საწვრთნელ ოპერაციაში ავღანეთში და ქვეყანას სტაბილურობის დამყარებაში ეხმარება“, - აღნიშნა გიოტმიოლერმა და დასძინა, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს მიერ ნატოს მისიებისა და ოპერაციების მხარდაჭერას. „მოხარული ვარ სექტემბერში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობით. ეს იყო პირველი შეხვედრა პარტნიორებთან მნიშვნელოვანი სამიტის დასრულების შემდეგ. ძალიან მოხარული ვიყავით, სამიტზე საქართველოს მასპინძლობითა და ნატო-საქართველოს კომისიის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების დონეზე ჩატარებით. ვგეგმავთ 3 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს მიუთითებს ურთიერთობაზე, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორისაა“, - განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)