|
2018-09-20 19:59:43, 2714 ნახვა
პოლიტიკა
„ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო! ხმას დაუწიე როცა ვლაპარაკობ აქ! იდიოტო შენა“, - ხმაური პარლამენტში [ვიდეო]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: „მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია ამდაგვარი ასეთი უგონო, უსახო და უშინაარსო მოხსენება, სადაც ადამიანი ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანს. მე წინააღმდეგი ვარ ხოლმე ყოველთვის, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რადგან დაახლოებით ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა. მაინც პარლამენტმა გადადგა ეს ნაბიჯი, შეიქმნა კომისია და რა? თურმე სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად გჭირდებოდათ. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უტიფრებიც, უზრდელებიც ხართ და კიდევ მეტიც, თავს ვიკავებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა, რა დროსაც პაპუაშვილმა უმცირესობის დეპუტატ ელენე ხოშტარიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დამამთავრებინე, ხმას დაუწიე! ან რა მორალური უფლება გაქვთ მანდ რო ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს, ან კომისიის წევრობა და ხელმძღვანელობა რათ გინდათ?“. ხოშტარიას შემდეგ, პაპუაშვილი გიგა ბოკერიასაც დაუპირისპირდა: „ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო! ხმას დაუწიე როცა ვლაპარაკობ აქ! იდიოტო შენა. გაჩერდი, ყველაფერი იციან თქვენზე უკვე. თქვენი მოწყობილია ეს ყველაფერი“, - მიმართა პაპუაშვილმა ბოკერიას. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვითარება განმუხტა და სხდომა გაგრძელდა, თუმცა რამდენიმე წუთში, პაპუაშვილმა საკუთარი ადგილი დატოვა და ელენე ხოშტარიას მიუახლოვდა, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა. მომხდარის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)