|
2018-09-20 18:34:02, 2095 ნახვა
საზოგადოება
ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული. „არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს (არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში) და ერთ პოლიტიკურ პარტიას (არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე. მხარდამჭერთა სია წარმოადგინა 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 6-მა საინიციატივო ჯგუფმა. 19 საინიციატივო ჯგუფს არ წარმოუდგენია მხარდამჭერთა სია; კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე და შემდგომ გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაც. ამჟამად ცესკოში 6 სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)