|
2018-09-20 11:52:28, 1343 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს კონსოლიდირებული სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი მიმართულება, სოფლის განვითარებასთან ერთად პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროპარლამენტარებს სატყეო სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა გააცნო. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის მნიშვნელობის საკითხებს. ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. როგორც საჯად კარიმმა განაცხადა, საქართველოს გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია, დაადასტურა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მინისტრს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)