|
2018-09-19 17:18:52, 1825 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილის ძმა: განსხვავებული პოზიციის გამო სალომე ძალადობის ობიექტად იქცა
"სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა", - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ზურაბიშვილი წერს, საარჩევნო კამპანია უნდა წარიმართოს მათი იდეების პატივისცემის ნიშნით. "ჩემი მოსაზრებები ცნობილია და მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ერთხელ კიდევ დავადასტურე ისინი. ამ განცხადებით მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მათ ვინც განსხვავებულად ფიქრობს და გამოხატავს სხვა მოსაზრებებს. ამიტომ მივესალმებოდი იმას, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართოს ადამიანების და მათი იდეების პატივისცემის ნიშნით თუნდაც, ისინი ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდნენ. ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი, კერძოდ, იდეების შეჯახება და არა ადამიანების შეურაცხყოფა. ძლიერ იდეებს არგუმენტაციით იცავენ. სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული პოზიციის გამო ძალადობის კამპანიის ობიექტად იქცა, რომელიც მას ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევს და მიუღებელ შეურაცხყოფის აყენებს. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენში დემოკრატია გაიმარჯვებს და ქართველები უფრო ღირსეულად გამოხატავენ თავის პოზიციას", - წერს ოთარ ზურაბიშვილი.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)