|
2018-09-19 13:44:51, 1933 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 27.1 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 21 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. „მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება ევროკავშირის, ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის ბაზრებზე. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობა ღებულობს იმისთვის, რომ გაიზარდოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ასევე მოხდეს ჩვენი ექსპორტის სხვადასხვა ბაზრებზე დივერსიფიკაცია, რაც უკვე აისახება იმ ციფრებზე, რომლებიც ფიქსირდება 2016 წლის სექტემბრიდან - ეს არის ექსპორტის ზრდადი ტენდენცია, რომელიც გულისხმობს ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. გენადი არველაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან და მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდის ის მაჩვენებლები, რომლებიც ფიქსირდება ამ ქვეყნების ბაზრებზე. „აღსანიშნავია ის პროდუქტები, რომელთა ექსპორტის ზრდაც დაფიქსირდა 8 თვის წინასწარი მონაცემებით - ეს არის ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, ღვინო, სპირტიანი სასმელები და ყველა ის მნიშვნელოვანი პროდუქცია, რომელთა ექსპორტიორიც საქართველო გახლავთ" - აღნიშნა არველაძემ. „საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 455.8 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.2 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 751.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (24.3 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.4 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 206.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 21.4 პროცენტით აღემატება. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 025.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 51.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 744.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (23.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.3 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 770.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)