|
2018-09-18 17:08:32, 1844 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება
ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ახალაშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება. მერიის ინფორმაციით, კედლის სიგრძე 63, ხოლო სიმაღლე - 2,3 მეტრი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს. „თბილისის მერიის მიერ აშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ვასრულებთ. ხვალამდე დასრულდება კედლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარიც დაიგება. ასევე, კომპლექსის წინ არსებულ ტერიტორიაზე გასულ თვეში დავასრულეთ საგზაო სამუშაოები. თვის ბოლომდე შენობის მიმდებარე გარე პერიმეტრი მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. საყრდენი კედლის მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)