|
2018-09-18 10:27:22, 2959 ნახვა
პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს
პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს, - ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. მისი თქმით, დეტალებზე უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს. „ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში. მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტები“ 6 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატის გაწევრიანებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)