|
2018-09-17 13:59:19, 2463 ნახვა
პოლიტიკა
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს - საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძესააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი. შემოსულიგანაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია - მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოსდირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაგიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო -პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილებადა ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ლევან სურგულაძე 05.11.1958 წ. დაიბადა, ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეოსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)