|
2018-09-14 17:09:29, 1538 ნახვა
საზოგადოება
ქინძმარაულისა და გუმათჰესის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6 400 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება და ტროტუარი მოეწყობა. სამუშაოები უკვე დასრულდა გუმათჰესის ქ. N7-N9-სა და იდუმალას ქ. N6-N4-ის მიმდებარედ, სადაც 2 200 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა. გზასა და შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ბორდიური. ქვემო სამგორში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებითაც. მოსკოვის გამზირზე N36 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი სრულად შეიცვალა. ამჟამად, წყალარინების ქსელის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N36 დ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ. ქვემო სამგორში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი სხვადასხვა მისამართზე მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის მიერ დაგეგმილი სხვა პროექტები მათთან ერთად განიხილა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)