|
2018-09-14 10:03:53, 1119 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოსა და ჩეხეთს შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება
„ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის განვითარდეს თანამშრომლობა და ამას უკვე რეალური შედეგები აქვს" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა. „მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „საქსტატის" მიერ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს მეოთხე ინვესტორს საქართველოში და გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთი ფორუმები იძლევა შესაძლებლობას, რომ ინვესტორები თავად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გაეცნონ იმ მოცემულობას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება უცხოური ინვესტიციებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ფორუმი არის პლატფორმა, რომელიც იძლება მნიშვნელოვან გარანტიებს ბიზნესების შეხვედრების წარმატებით დასრულებისთვის" - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ბორივოჟ მინარმა გახსნეს. ფორუმში ჩეხური მხრიდან 21 კომპანია მონაწილეობდა შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. მათ შორის იყვნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC და ა.შ.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)