|
2018-09-13 18:34:58, 1233 ნახვა
საზოგადოება
„იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები პრემიერს და მთავრობას მოუწოდებენ, მოხდეს შეთანხმება „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეს. „ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ტელეკომპანიაში ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, ობიექტურად და დაბალანსებულად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე. გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, გაითვალისწინონ ყველა ზემოთხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს მუშაობა. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)