03:23 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 16:44:18, 1026 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველო არნახულად გაიზარდა ორწლიანი გადასახედიდან

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ფორუმი, თქვენ არნახულად გაიზარდეთ ორწლიანი გადასახედიდან - აქ უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი თავისი ხელისუფლების წევრებით და ექსპერტებით, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, თავისებური შეფერილობა და ესეც განაპირობებს წარმატებას“, - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018). 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დადებითად აფასებს საქართველოს საზღვაო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი წარმატების პოტენციალი აქვს. 

„მინდა, საქართველოს საზღვაო წარმოება-მრეწველობის პოტენციალს შევეხო - ნამდვილად კარგი სტრატეგია, მონდომება, კეთილი ნება და რასაკვირველია, მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პირობას ქმნიან, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა  კიტაკ ლიმმა. 

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14  სექტემბერს იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics